05/01/12
2011 წლის დეკემბერში, სტამბულში, ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის პარტნიორობის ფორუმში და ასევე ლოჯიტრანსის ლოგისტიკურ გამოფენაზე.
გაეროს მიერ ორგანიზებულ ღონისზიებას ესწრებოდა 60-მდე საექსპედიტორო/ ლოგისტიკური კომპანია სხვადასხვა შავი ზღვის ქვეყნებიდან. შედეგად დამყარდა ახალი კონტაქტები და გაფართოვდა ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას პარტნიორების ქსელი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ საუკეთესო საერთაშორისო სერვისი. გაფორმდა კონტრაქტები ევროპაში სასაწყობო მეურნეობების ოპერატორებთან – შედეგად გაუმჯობესდა გრუპაჟული სერვისი ევროპიდან საქართველოში. ასევე გაფორმდა დამატებიტი კონტრაქტები არაგაბარიტული ტვირთების გადამზიდავებთან და ა.შ.
25/11/10
2010 წლის ოქტომბერში ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ მონაწილეობა მიიღო Overseas Logistics Club (OLC)-ის მიერ ორგანიზებულ მსოფლიოს ლოგისტიკური სერვისების გამოფენაზე შენჟენში, ჩინეთი.
ღონისზიებას ესწრებოდა 600-მდე ჩინური და 60-მდე უცხოური საექსპედიტორო/ლოგისტიკური კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შედეგად დამყარდა ახალი კონტაქტები და გაფართოვდა ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას პარტნიორების ქსელი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ კიდევ უფრო დაბალი ტარიფები და საუკეთესო სერვისი.
11/08/10
2010 წლის 20 ივლისიდან შეიცვალა „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია”-ს შიდა გადაზიდვის ტარიფები.
პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე მოხდა ტარიფების დაწევა კლიენტების სასარგებლოდ, რამაც ჩვენი ტარიფები კიდევ უფრო კონკურენტული გახადა.
ახალი ფასების ნახვა შეგიძლიათ ტარიფების გვერდზე.
11/08/10
კლიენტების მაღალი დონის მომსახურება, სანდოობა და ხარისხი არის ის რასაც დღევანდელი ბიზნეს სამყარო ელის.
ჩვენი პარტნიორების და მათი გლობალური სააგენტოების ქსელის დახმარებით ჩვენ ვართ ერთერთი ლიდერი საქართველოს საჰაერო გზავნილების ლოგისტიკის ბაზარზე. ჩვენ გთავაზობთ მაღალ საოპერაციო ხარისხს თქვენი ბიზნესის გამართული მუშაობისათვის და თქვენი კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.
ჩვენ გვესმის რომ ყველა კლიენტს აქვს გამორჩეული და განსხვავებული მოთხოვნები. ჩვენ ვაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნებს და შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი სერვისები როგორიცაა:
• ტვირთის აღება კონკრეტულ მისამართზე და აეროპორტში მიტანა;
• საბაჟო ფორმალობების მოგვარება როგორც გამომგზავნ ასევე დანიშნულების ქვეყნებში;
• ტვირთის მიწოდება კონკრეტულ მისამართზე.
აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ კლიენტს ნამდვილი კარიდან-კარამდე სერვისი ყველგან მსოფლიოში. ჩვენს პარტნიორებს აქვთ 1000 -ზე მეტი ოფისი მსოფლიოში, თითოეულ წამყვანს ქვეყანაში ათეულობით. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვირჩევთ მხოლოდ საუკეთესო საერთაშორისო ავია კომპანიებს უსაფრთხო და სანდო სერვისის შეთავაზებისთვის.