logo
 
ქართულად English Русский
 

 

 

მსოფლიო სასურსათო პროგრამა კავკასიაში

„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას 2005 წლიდან ემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ გადაზიდა დაახლოებით 160 000 ტონა და დაასაწყობა 95 500 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი (ძირითადად საკვები პროდუქტები: ფქვილი, ზეითუნის ზეთი, ლობიო, შაქარი, სხვა). გადაზიდვის ძირითადი დანიშნულების პუნქტებია საქართველო (ფოთი, თბილისი, გორი), აზერბაიჯანი (ბაქო) და სასომხეთი (ერევანი).

 

გაეროს მისიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება

2009 წლის აგვისტო-ოქტომბერში „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-მ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიამ „Agility Projects“, ზუგდიდიდან აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში გადაზიდეს გაეროს კუთვნილი 35 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 26 ერთეული იყო სპეცტექნიკა (არაგაბარიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებები). პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს დამატებით 15 ავტოსატრანსპორტო საშუალების და 12 კონტეინერი შერეული ტვირთის ტრანსპორტირებას. ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება კატმანდუს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით (12 ტნ ტვირთამწეობის მთლიანი სატვირთო თვითმფრინავის დაფრახტვა) არაგაბარიტული ტვირთის გადასაზიდად.

 

თურქმენეთის სამშენებლო პროექტები

რამოდენიმე სამშენებლო კომპანიის დავალებით, ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ განახორციელა გადაზიდვები თურქმენეთის მიმართულებით. ფოთის პორტში 2008-2009 წლებში დამუშავებული და გადაიზიდულ იქნა დაახლოებით 250 000 ტონა სხვადასხვა სამშენებლო მასალა, მათ შორის არმატურა, ცემენტი, მილები, ლითონის კონსტრუქციები და სხვა.

 

საქართველო-აშშ სამხედრო სწავლება – „Immediate Response 2008, თბილისი, საქართველო“

2008 წლის ივლის-აგვისტოს თვეებში აშშ-ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მიერ განხორციელდა ერთობლივი სამხედრო სწავლება თბილისში. სწავლებისათვის განკუთვნილი მთლიანი ლოგისტიკა განხორციელდა „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს მიერ. გადაზიდული იქნა 212 ერთეული სამხედრო სატრანსპორტო ტექნიკა და 166 კონტეინერი. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს უმკაცრეს მოთხოვნებს საოპერაციო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებში, უნაკლოდ გაართვეს თავი ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის თანამშრომლებმა. იხილეთ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მადლობის წერილი.

 

ნავთობის ჭაბურღილის ტრანსპორტირება მანავიდან ბაქოში

2007 წლის დასაწყისში, „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-მ მოახდინა სოფელ მანავში დამონტაჟებული ნავთობის ჭაბურღილის კონსტრუქციის ქ. ბაქოში ტრანსპორტირება. პროექტის ძირითად სირთულეს წარმოადგენდა საკმაოდ მიუვალი და მოუხერხებელი ადგილმდებარეობა. ამის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებმა შეძლეს პროექტის განხორციელება მოცემულ ვადებში, ტვირთის დაზიანებისა და სხვა ლოგისტიკური ხარვეზების გარეშე.

 

სააქციო საზოგადოება “თბილისის წყალი“-ს მილების გადაზიდვის პროექტი

„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს დაგეგმილი აქვს ლილოდან ავჭალაში „თბილისის წყალი“-ს კუთვნილი 351 ცალი მილის ტრანსპორტირება, რომელთა მთლიანი წონაა 1 288 ტონა. იმის გამო, რომ დანიშნულების ადგილამდე (ავჭალის ბაზაზე) მისასვლელი გზა არის ამორტიზებული „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ განახორციელებს გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციას. ასევე, კომპანია გეგმავს, „თბილისის წყალი“-ს დავალებით, მათი საწყობის შეკეთება-რემონტსაც გადაზიდული ტვირთის შენახვისათვის.

 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობისათვის მილების გადაზიდვა
2002-2005 წლებში ორივე პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს მიერ გადაიზიდა მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი – სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების მილები.

 

აშშ-უზბეკეთის სასურსათო პროგრამა
1998-2001 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს მიერ გადაიზიდა 1მლნ 700 ათასი ტონა ტვირთი-სოიო და ბრინჯი.