logo
 
ქართულად English Русский
 

 

 

“ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ სთავაზობს თავის მომხმარებლებს შემდეგ მომსახურებებს:

 

სატრანსპორტო მომსახურება – კომპანია უზრუნველყოფს უმოკლეს ვადებში ყველა სახის ტვირთის გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო) “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ ახორციელებს, საიმპორტო, საექსპორტო და ტრანზიტულ სატვირთო გადაზიდვებს. კომპანიის 15 წლიანი გამოცდილება და ტექნიკური ბაზა მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

 

საბაჟო ფორმალობების მოგვარების მომსახურება – კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები განახორციელებენ თქვენი საქონლის საბაჟო-საბროკერო და სადეკლარაციო მომსახურებას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

 

სასაწყობო-სატერმინალო მომსახურება – ქ.ფოთში ფუნქციონირებს სასაწყობო-საკონტეინერო ტერმინალი შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებით. ტერმინალზე დანერგილია უახლესი დაცვისა და აღრიცხვის სისტემები. ასევე დაცვის სამსახური ახდენს 24 საათიან პატრულირებას ტერმინალის ტერიტორიაზე. “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს ასევე პარტნიორული ურთიერთობები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაჟო-სასაწყობო ტერმინალთან და სარგებლობს მათი მომსახურების განსაკუთრებული პირობებით. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგი სახის სასაწყობო-სატერმინალო მომსახურებებს:

  • • კონტეინერის გადმოტვირთვა/დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანა, სარკინიგზო ვაგონი);
  • • ყველა სახის ტვირთის გადატვირთვა (კონტეინერიდან/ ვაგონიდან/ საწყობიდან ვაგონში/კონტეინერში/საწყობში);
  • • ტვირთების შენახვა, როგორც საბაჟო ასევე თავისუფალ ზონებში განთავსებულ საწყობებში ქ.ფოთში, თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც;
  • • დისტრიბუცია ამიერკავკასიის მასშტაბით;
  • • სტანდარტული და REF კონტეინერების შენახვა.

 

სრული ლოგისტიკური მომსახურება – კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ტვირთების სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას. საშუალება გეძლევათ თქვენი კომპანიის ლოგისტიკური ოპერაციები ანდოთ საქართველოში ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ორგანიზაციას.