საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული, კომპანიის მრავალწლიანი შრომისა და განვითარების შედეგია ის, რომ „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ არის რეგიონში ლიდერი საპროექტო ტვირთების გადაზიდვის სფეროში და განხოციელებული აქვს მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი პროექტი. საპროექტო გადაზიდვები საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას, ყურადღებას და სიფრთხილეს. ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით დღეს კომპანიაში დასაქმებულ სპეციალისტებს შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი სირთულის და მოცულობის არასტანდარტული გადაზიდვა მინიმალური დანახარჯებიტ და რისკების მინიმუმამდე დაყვანით.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგის სახის გადაზიდვებს:

  • არაგაბარიტული ტვირთები
  • სპეციალური აღჭურვილობა
  • სამრეწველო მოწყობილობები
  • ნებისმიერის სახის კონსტრუქციები
  • მილები და ავზები
  • სპეც. ტრანსპორტი
  • სხვა ნებისმიერი არასტანდარტული ტვირთი