შპს. „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე მსხვილ და ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 15 ჰექტარ ტერიტორიაზე.

ტერმინალზე დამონტაჟებულია 7 ერთეული „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე თითოეულის ტვირთამწეობაა – 55-65 ტონა, ასევე ტერმინალს გააჩნია საკუთარი რიჩსტაკერი, თანამედროვე დამტვირთველები და თბომავალი, რომელიც გადაადგილდება შიდა 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხში. ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 500 კვ.მ. დახურული საწყობი, ასევე 1600 კვ.მ. გადახურული ბაქანი სარკინიგზო ვაგონიდან პირდაპირ კონტეინერში გადასატვირთად და პირიქით.

ტერმინალს გააჩნია შესაძლებლობა ერთდროულად შეინახოს დაახლოებით 25000 ტონა ბამბა ან სხვა ტვირთი და 4000 ერთეული კონტეინერი. სულ ტერმინალში დასაქმებულია 300 ადამიანი.

სატერმინალო მომსახურება მოიცავს:
  • კონტეინერების შენახვა
  • ნებისმიერი სახის დატვირთვა / დაცლის ოპერაციები
  • საბაჟო / არა საბაჟო საწყობებით მომსახურება
  • ტვირთის პირდაპირი გადატვირთვა ვაგონიდან კონტეინერში / მანქანაში ან პირიქით
  • ტვირთის გადატვირთვა ვაგონიდან კონტეინერში / მანქანაში ან პირიქით დახურული საწყობის გამოყენებით
  • ტერმინალის შიდა სარკინიგზო ხაზის და ჩიხის გამოყენების შესაძლებლობა
  • საქონლის გადაფუთვის და მარკირების სერვისი