“ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია” გაწევრიანდა საერთაშორისო გადაზიდვების და ლოგისტიკის ქსელში

Posted by magda
Category:

“ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია” გაწევრიანდა საერთაშორისო გადაზიდვების და ლოგისტიკის ქსელში – IFLN (საერთაშორისო გადაზიდვების და ლოგისტიკის ქსელი), რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული, ინოვაციური და აქტიური გლობალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ლოგისტიკის პროვაიდერებს მსოფლიოს მაშტაბით. ქსელი დაარსდა 2000 წელს და სათაო ოფისი მდებარეობს ჰიუსტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. IFLN ქსელი სპეციალურად შერჩეულ წევრებს აძლევს საშუალებას, რომ იმუშაონ ერთად და მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგებს ლოგისტიკის სფეროში.